03:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 11:10:18, 566 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ დანელია: ამ ეტაპზე პურზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის

"თუ რაღაცა განსაკუთრებული არ მოხდა,  ვფიქრობ, პურზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის",-ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა  ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საუბარი გაზის ფასის ზრდაზეც ნაადრევია, რადგან  ამ საკითხზე ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"ჯერ ნაადრევია გაზის ფასის ზრდაზე საუბარი იმიტომ, რომ იცით,  მიმდინარეობს ამ თემასთან დაკავშირებით ინტენსიური კომუნიკაცია.შესაბამისად,  დაველოდოთ მოვლენებს, მაგრამ ჯერჯერობით, მე როგორც წინათაც ვახსენე, ბალანსი შენარჩუნებულია.ამიტომ, ამ ეტაპზე თუ რაღაცა განსაკუთრებული ცვლილებები არ მოხდა, ვფიქრობ რომ პურზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის. ასევე იმედია, რომ გაზის გაძვირებაც არ იქნება საჭირო",-განაცხადა ოთარ დანელიამ.

აღნიშნული განცხადება მან სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" გააკეთა, სადაც დიპლომატიურ კორპუსს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიას აცნობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics