14:45 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 20:28:26, 745 ნახვა

საზოგადოება
საია: "პანორამა თბილისის" პროექტისადმი მომზადებულ პეტიციას 16 ორგანიზაცია და 2900-ზე მეტი ადამიანი შეურთდა

„პანორამა თბილისის“ პროექტისადმი მომზადებულ პეტიციას 16 ორგანიზაცია და 2900-ზე მეტი ადამიანი შეურთდა, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაშია აღნიშნული.

საია მიიჩნევს, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიიღებული „პანორამა თბილისის“ პროექტისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის  არსებობა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, უნდა გამოიყენოს - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება პირთა ფართო წრის ინტერსს ეხება, შესაძლოა საჯარო ადმინსტრაციული წარმოება იქნეს გამოყენებული.

„ბოლო დროს აქტუალური გახდა „პანორამა თბილისის“ პროექტი, რომლის განხორციელებაც ქალაქის ისტორიულ ნაწილში -  სოლოლაკის ქედზე, თავისუფლების და ერეკლეს მოედნების ტერიტორიაზე იგეგმება.

მიუხედავად არაერთი სატელევიზიო ეთერის, სიუჟეტისა, თუ შეხვედრა-დისკუსიისა, თემისადმი კვლავაც დიდია საზოგადოების ინტერესი. აღნიშნული პროექტისადმი უაღრესად დიდი ინტერესის ერთ-ერთ დამადასტურებელ გარემოებად ისიც შეიძლება მივიჩნიოთ, რომ „პანორამა თბილისის“ პროექტისადმი მომზადებულ პეტიციას 16 ორგანიზაცია და 2900-ზე მეტი ადამიანი შეურთდა. ხელმომწერთა რაოდენება კვლავაც იზრდება.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საია მიიჩნევს, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიიღებული „პანორამა თბილისის“ პროექტისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის  არსებობა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, უნდა გამოიყენოს - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება პირთა ფართო წრის ინტერსს ეხება, შესაძლოა საჯარო ადმინსტრაციული წარმოება იქნეს გამოყენებული.

შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, „პანორამა თბილისის“ პროექტის ფარგლებში (სოლოლაკის ქედი, ყოფილი ცეკავშირის შენობის ტერიტორია, ერეკლეს მოედანი) დაგეგმილი ობიექტების მშენებლობისა და ექსპლუატაციის ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების საჯარო წესით ჩატარება, ერთი მხრივ, გადაწყვეტილების მიღების მაღალ გამჭვირვალობას, ხოლო მეორე მხრივ ყველა დაინტერესებული პირის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია საიას განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics