03:18 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-13 14:06:51, 3245 ნახვა

Lifestyle
ემი ვაინჰაუსის პირად ნივთებს აუქციონზე გაყიდიან

აქსესუარები, ტანსაცმელი, სათამაშოები-სულ მცირე 800 პირად ნივთს, რომელიც ბრიტანელ შემსრულებელს ემი ვაინჰაუსს ეკუთვნოდა, ბევერლი-ჰილზის დიდ აქუციონზე გაყიდიან.

მომღერლის ოჯახი ვარაუდობს, რომ ემის ნივთების ფლობა, მის ფანებს ბევრად დიდ სარგებელს მოუტანს, ვიდრე მათი საწყობში არსებობა. აგრეთვე ოჯახის სურვილია, ფასი წვრილმან ნივთებზე მინიმალური იყოს. აქსესუარების ფასი აუქციონზე 50$-დან დაიწყება.

აუქციონზე ემის ტანსაცმელსაც, მათ შორის ბელგრადში, 2011 წელს გამართულ არტისტის ბოლო კონცერტზე ჩაცმულ კაბასაც გამოიტანენ. აქუციონი 6 და 7 ნოემბერს გაიმართება. მიღებული თანხების ნაწილი ემი ვაინჰაუსის საქველმოქმედო ფონდში გადანაწილდება. აღნიშნული ორგანიზაცია მომღერლის ოჯახმა იმ ახალგაზრდების დასახმარებლად შექმნა, ვინც ალკოჰოლიზმს და ნარკოდამოკიდებულებას ებრძვის.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics