01:26 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 10:18:24, 694 ნახვა

სამართალი
შსს: 2015 წლის იანვარში, 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 3%-ით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი გასული თვის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

უწყების ინფორმაციით, 2015 წლის იანვრის თვე 309 467 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 3 %-ით ნაკლებია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ტურისტი - 111 622 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 36%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 9%);

ტრანზიტი - 58 028 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 18,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 9%);

სხვა - 139 817 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 45,2%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3%).
2015 წლის იანვარშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-12%), აზერბაიჯანიდან (+12%), სომხეთიდან (-2%), რუსეთიდან (-6%) და უკრაინიდან (-10%) განხორციელდა. 

"ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარში გამოირჩნენ ლიტვა და გერმანია (შესაბამისად 164% და 12%), შუა აზიის ქვეყნებიდან - თურქმენეთი (132%), უზბეკეთი (20%), და ყაზახეთი (16%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსიის და მოლდოვას მოქალაქეები 53% და 43%–იანი მატებით",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics