12:57 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-09 23:02:25, 1046 ნახვა

კომენტარი
გიგა ბოკერია - გვჭირდება, რომ ჩვენი მთელი ენერგია მიმართული იყოს აშშ-ში და ევროპაში, ნატოში გაწევრიანების გზაზე

„გვჭირდება, რომ ჩვენი მთელი ენერგია მიმართული იყოს აშშ-ში და ევროპაში, ნატოში გაწევრიანების გზაზე“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის დღისწესრიგი სრულა ამ საკითხებზე უნდა მიემართოს.

„ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი მთელი ენერგია მიმართული იყოს აშშ-ში და ევროპაში, ნატოში გაწევრიანების გზაზე, ამ ბარიერების გადასალახად.

ამისთვის გვჭირდება, რომ ჩვენი საკითხი დღისწესრიგში ასეთი თემებით კი არ იყოს, ამ სამარცვინო ამბით, არამედ, იყოს იმით, რომ „პაპზე უფრო კათოლიკე იყო“ - გამოთქმა რომ ვიხმარო იმაში, რომ ხარ ლიდერი ამ რეგიონში, სამაგალითო ხარ, მოლოდინების საპირისპიროდ, აჩვენებ, რომ თავისუფალი სამყაროს ნაწილი ხარ და შემდეგ უკვე იმ სკეპტიკოსებს, რომლებსაც სხვა მოსაზრებები აქვთ, ჩემი აზრით - მცდარი პრაგმატულად თუ მორალურად, იმათ უპირისპირდები, კარგი გაგებით, შენი კამპანიით და ამაზე ხარჯავ რესურსს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics