2021-05-03 21:59:58, 810 ნახვა
კომენტარი
აშშ-ს სადაზვერვო სააგენტო - რუსული მხარე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას უარყოფს
„რუსული მხარე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას უარყოფს“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სადაზევრო სააგენტო ანგარიშს ავრცელებს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსულ მხარეს ჯარი არ გაჰყავს კონფლიქტის ზონიდან და საოკუპაციო ხაზს საპატრულო ზონად იყენებს.
„რუსეთი საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში ინარჩუნებს სამხედრო ბაზებს და ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ რუს სამხედროებს საპატრულოდ იყენებს. რუსული მხარე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას უარყოფს და არ გაჰყავს ჯარები კონფლიქტამდელ პოზიციებზე“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ანგარიშში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,