22:25 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-03 10:18:15, 731 ნახვა

სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის დელეგატი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო დააკავეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი დაკავებულია.

გობეჯიშვილი სამართალდაცველებმა გვიან ღამით დააკავეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გობეჯიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას გულისხმობს.

ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები დღეს გაიმართება.

საარჩევნო ყრილობა 11:00 საათზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“ -ში დაიწყება.

ცნობისთვის არჩევნებში ხმას 35 დელეგეტი ფარული კენჭისყრით მისცემს.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის კენჭს რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია იყრიან.

აქამდე აღნიშნული თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics