14:00 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-16 09:36:16, 758 ნახვა

სამხედრო
ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დღე აღინიშნა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა დაარსებიდან 5 წლის იუბილე აღნიშნა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო სასწავლებელს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი გასული წლის 15 სექტემბერს მიენიჭა. დღესვე, სამხედრო ლიცეუმში სასწავლო პროცესიც განახლდა.

საზეიმო ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი დაესწრნენ. კადეტები ლიცეუმის კაპელანმა მამა დავითმა დალოცა.

მსმენელებს ლიცეუმის დღე და ახალი სასწავლო წლის დაწყება გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ მიულოცა: „ლიცეუმი ჩვენი სამხედრო აკადემიის მნიშვნელოვანი წყაროა. სასწავლო პროგრამებით და მოსწრებით სამხედრო სასწავლებელი საქართველოში პირველ ხუთეულში შედის. უნიკალური სკოლაა და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო კადეტების შემოქმედებითი უნარი და ინტელექტი. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ დაბადების დღეს“.

წელს ლიცეუმში 126 კადეტი ჩაირიცხა. დაარსებიდან დღემდე ლიცეუმი 318-მა მსმენელმა დაამთავრა. სასწავლებელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2010 წელს ქალაქ ქუთაისში დაფუძნდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics