2020-05-19 10:38:00, 15426 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ19-ით ინფიცირებული ერთი პირი არის ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ19-ით ინფიცირებული ერთი პირი არის ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი.
„დაგვემატა ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა და 702 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 24-ით. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 234 პაციენტი მკურნალობს და სხვაობა გამოჯანმრთელებულებსა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტთა შორის დიდია.
ახალი შემთხვევა არის ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან