" />
12:33 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-17 10:42:29, 1034 ნახვა

მსოფლიო
მაშველებმა ინდონეზიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევებს მიაგნეს

ინდონეზიის მთავრობის ინფორმაციით, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ნამსხვრევები შეამჩნიეს, რომლებიც, სავარაუდოდ, პაპუას რეგიონში ჩამოვარდნილ სამგზავრო თვითმფრინავს ეკუთვნის.

BBC-ის ცნობით, ნამსხვრევები ოკსიბილიდან რამდენიმე კილომეტრში შეამჩნიეს. აღნიშნულ რეგიონში უკვე გაგზავნილია სამძებრო სამსახურები.

ავიაკომპანია "Trigana Air Service"-ის თვითმფრინავთან კავშირი კვირას, შუადღისას გაწყდა. ლაინერი ჯაიაპურა-ოკსიბილის რეისს ასრულებდა.

ბორტზე 54 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 5 ეკიპაჟის წევრი და 5 არასრულწლოვანი. ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავში მსხდომი ყველა ადამიანი დაიღუპა.

 

 

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics