23:52 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 12:08:14, 6742 ნახვა

ომი უკრაინაში
ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კოვიდ19-ით ინფიცირებული ორი პაციენტი მოათავსეს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კოვიდ19-ით ინფიცირებული ორი პაციენტი მოათავსეს.

მისი თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა.

„გვყავს ახალი ორი შემთხვევა. ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად ამ ეტაპამდე მათთან არანაირი პათოლოგიური ცვლილება არ ვლინდება. აგრძელებენ დაკვირვებასა და სიმპტომურ მკურნალობას“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

მანვე დაამატა, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში კვლავ რვა ადამიანი რჩება.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 104 პაციენტი. აქედან კოვიდ ინფიცირებული არის 86. დღეს მივიღეთ 17 უარყოფითი ტესტის პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან. დანარჩენსაც ველოდებით განმეორებით 13 პაციენტის კვლევის შედეგს ველოდებით და ალბათ, 15 პაციენტი დატოვებს კლინიკას.

ასევე მინდა გითხრათ, რომ რეანიმაციული პაციენტი გვყავს 8, ახალი არ დაგვმატებია. აქედან გუშინ გითხარით, რომ სამი იყო კრიტიკულ მდგომარეობაში, დღეს ერთის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა.

დანარჩენი პაციენტების მდგომაროება რჩება სტაბილურად მძიმე, კონტროლდება ვიტალური პარამეტრები“, - განაცხადა ლევან რატიანმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics