23:00 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-09 15:55:08, 4535 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ

ოპოზიციის ალიანსი 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა ჯარმა, ჩვენი სამშობლოს მთავარ გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია სასტიკად დაარბია. დარბევისას საბჭოთა საოკუპაციო ჯარმა გამოიყენა სამხედრო ტექნიკა, ორლესული ნიჩბები და ქიმიური იარაღი, შედეგად დაიღუპა საქართველოს 21 მოქალაქე, მათ შორის 3 არასრულწლოვანი და დაშავდა 400-ზე მეტი.

9 აპრილის მოვლენებმა და იმ ერთიანობამ, რომელიც მომდევნო დღეებში ქართველმა ხალხმა აჩვენა, საქართველოში საბჭოთა რეჟიმი მორალურად საბოლოოდ გატეხა და საწინდარი დაუდო ქართველი ხალხის გმირობიდან 2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

9 აპრილი იმის სიმბოლოა, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ერთიან ბრძოლას არასდროს შეწყვეტს, ხოლო 9 აპრილს დაღუპულ გმირთა სახელები მუდამ გვემახსოვრება თავდადებისა და სიმტკიცის დაუვიწყარ მაგალითებად". - წერია ოპოზიციის ალიანსის განცხადებაში.

დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics