23:24 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-21 10:55:58, 21650 ნახვა

კულტურა
კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვეს

კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვეს.

მსახიობებმა ამ გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერეს.

"დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი.

დიდი მადლობა ყველას ვისთან ერთადაც სცენაზე ვმდგარვარ." - ვკითხულობთ მსახიობების იდენტურ განცხადებებში.

ცნობისთვის, 20 თებერვალს, აბაშიძის თეატრის ფასადიდან ჩამოხსნეს რეჟიმის პატიმრობაში მყოფი მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის ბანერი.

მსახიობების გადაწყვეტილება თეატრის ფასადიდან სინდისის პატიმრის ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნას უკავშირდება.

19 თებერვალს სამთავრობო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მუსიკალური პროექტის გადაღებებისთვის ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს თეატრის ფასადის ცენტრიდან, სადაც ის წელიწადზე მეტ ხანს იყო გადმოფენილი.

აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროტესტეს მსახიობის კოლეგებმა, თავდაპირველად ბანერი ჯერ ხელით ეკავათ, შემდეგ ტელეკომპანიის პროექტი ბანერის გვერდით გადმოფინეს, თუმცა, მეორე დღეს ბანერი მაინც ჩამოხსნეს.

აქციების დროს დაკავებულ ანდრო ჭიჭინაძეს ივანიშვილის რეჟიმმა 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics