09:50 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-16 15:30:09, 10999 ნახვა

კომენტარი
კუპრაძე - არ აქვს სალაპარაკო ლელოსთან - თქვა ჰააგის ტრიბუნალისკენ მიმავალმა პაპუაშვილმა

“არ აქვს სალაპარაკო "ლელოსთან" - თქვა ჰააგის ტრიბუნალისკენ მიმავალმა პაპუაშვილმა. - წერს სოციალურ ქსელში ლელო-ძლიერი საქართველოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.

“არ აქვს სალაპარაკო "ლელოსთან" - თქვა ჰააგის ტრიბუნალისკენ მიმავალმა პაპუაშვილმა. "ქართული ოცნება" ამოკლებს თავის გზას ჰააგის ტრიბუნალისკენ საკუთარი განცხადებებით...

რეჟიმს მოუწევს დიალოგის და მოლაპარაკების დაწყება საქართველოს მოსახლეობასთან და პოლიტიკურ ძალებთან, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა...

"ლელოს" ეს განცხადება პაპუაშვილისთვის არ გაუკეთებია, ჩვენი განცხადება არის დოქტრინა - როგორ გამოვიყვანოთ ეს ქვეყანა იმ პოლიტიკური ჩიხიდან, რომელშიც საქართველო პაპუაშვილისნაირებმა შეიყვანეს და დატოვეს დაუცველი საერთაშორისო საფრთხეების წინაშე!" - წერს კუპრაძე.

"მათ ჩვენთან, ან ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს - ასე უპასუხა ლელოს შეთავაზებას დიალოგზე დღეს პაპუაშვილმა.

 15 მარტს ლელო ძლიერი საქართველო გამოვიდა ინიციატივით "გადაილახოს ურთიერთდაპირისპირება და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics