11:40 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 15:34:33, 709 ნახვა

ეკონომიკა
არჩილ მესტვირიშვილი: ნებისმიერი ჩვენი განცხადება ლარის კურსზე ახდენს გავლენას

„ნებისმიერი ჩვენი განცხადება ლარის კურსზე ახდენს გავლენას“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილემ არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშს განიხილავდნენ. 
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველა მხარემ გაითვალისწინოს. 
“მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის დროს ნებისმიერ განცხადებას კურსზე გავლენა აქვს. არამარტო ეროვნული ბანკის, ასევე ექსპერტების თუ სხვა ავტორიტეტის მქონე პირების განცხადებებს აქვს გავლენა კურსზე და მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველას გვესმოდეს. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მოზომილი განცხადებები გავაკეთოთ. ხანდახან კრიტიკაა, თუ რატომ არ გამოვდივართ ყოველდღე და არ ვსაუბრობთ ამაზე. ნებისმიერ ჩვენს განცხადებას აქვს კურსზე გავლენა”, - განაცხდა არჩილ მესტვირიშვილმა.
მისივე განმარტებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარის კურსი ცოტათი უფრო მეტად იყო გაუფასურებული, ვიდრე უნდა ყოფილიყო. 
"გარკვეული უარყოფითი მოლოდინების გამო, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კურსი ცოტათი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ამ მოლოდინების გარკვეულმა მოთოკვამ, ან კურსის იმ დონეზე გაუფასურებამ, რომ შემდეგ უკვე საპირისპირო მოლოდინები გააჩინა, გამოიწვია ამ ტენდენციის შემობრუნება. ეს დამახასიათებელია მცურავი გაცვლითი კურსისთვის და შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ნორმალური პროცესია", - განაცხადა მესტვირიშვილმა.
ამასთან,  მესტვირიშვილის  განცხადებითვე, ლარის გაუფასურების პროცესში განსაკუთრებულ ან მიზანმიმართულ სპეკულაციურ ქმედებებს ეროვნულ ბანკში გამორიცხავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics