2017-12-28 16:38:24, 795 ნახვა
რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი: რუსეთი ჩვენი ისტორიული სამშობლოა და მის შემადგენლობაში უნდა ვიყოთ
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, "რესპუბლიკა" რუსეთის შემადგენლობაში უნდა იყოს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
როგორც ე.წ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთი "სამხრეთ ოსეთის" "ისტორიული სამშობლოა".
"სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში უნდა იყოს. ის ჩვენი ისტორიული სამშობლო. ჩვენ რუსეთის შემადგენლობაში უკვე 80 წლის განმავლობაში არ ვცხოვრობთ, მაგრამ დღეს ფაქტობრივად რუსეთი ვართ. ჩვენი მოქალაქეები რუსეთის მოქალაქეებიც არიან, ჩვენი ეკონომიკა რუსეთზეა დამოკიდებული, ხელფასები და პროგრამები რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება", - განაცხადა ბიბილოვმა.
მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ხელმძღვანელობა" მზად არის "რუსეთთან მიერთების თაობაზე რეფერენდუმი" ნებისმიერ დროს ჩაატაროს.
ავტორი: ,