11:19 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 15:24:34, 602 ნახვა

რეგიონი
წარმომადგენლობითი ხარჯები მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებებს მოხმარდა

აჭარის მთავრობის აპარატის ბიუჯეტით გათვალისწინებული წარმომადგენლობითი ხარჯები მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებებს მოხმარდა- აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს დღეს აჭარის მთავრობის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ბესიკ ლილუაშვილმა უპასუხა.

„ეს არ არის პასუხი „ნაციონალურ მოძრაობას". ეს არის ანგარიში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობისთვის, რომ მოსახლეობა კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ყოველ თეთრს ხარჯავს მიზნობრივად და ხარჯავს იმისთვის, რისი საჭიროებაც დგას კონკრეტულ მომენტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე. მეორე და მთავარი: მიმდინარე წელს აჭარის მთავრობამ უმასპინძლა არაერთ საერთაშორისო დონის კონფერენციასა თუ შეხვედრას. საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოთა კონგრესი; თავდაცვისა და უსაფრთხოების მინისტერიალი; პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები და სხვა არაერთი მაღალი რანგის სტუმარი, ღონისძიება თუ კონფერენცია. ყველა ეს ხარჯი, როგორც თვითონ მოიხსენიებენ, „სარესტორნო ხარჯი" გაწეულია სწორედ ამ სტუმრების პროტოკოლის მიხედვით, პროტოკოლის შესაბამისად და კანონის სრული დაცვით. აქვე შემიძლია განვმარტო, რომ არცერთი თეთრი ამ ხარჯიდან არ არის დახარჯული საქართველოს მოქალაქეზე, ან საქართველოს მთავრობის, ან სამინისტროს წარმომადგენლის, ან ქართველი ინვესტორის მიღებაზე. აქვე მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში წარმომადგენლობითი ხარჯი გასულ წლებთან შედარებით რამდენჯერმე არის შემცირებული. ფაქტობრივად სამჯერ და ოთხჯერ წინა წლებთან შედარებით. ისინი ხარჯავდნენ ათობით ათას ლარს თითო ღნისძიებაში. შეგიძლიათ თქვენ თვითონ გამოითხოვოთ ინფორმაცია, თუ რამდენი იხარჯებოდა 2012 წლამდე და რამდენი იხარჯება დღეს", - განაცხადა ბესიკ ლილუაშვილმა.

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics