06:00 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 15:16:14, 972 ნახვა

რეგიონი
23 სექტემბერს ღამით ახმეტაში სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა

„დელტა“-ს სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის საშუალებით კახეთის რეგიონში, ახმეტის რაიონში, სამხრეთ-დასავლეთიდან შემოსული სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა, რისთვისაც 20-მდე სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა იქნა გასროლილი.

„23 სექტემბერს ღამით „დელტა“-ს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ დაფიქსირდა ახმეტის რაიონში შემომავალი ფრონტალური და შიდამასიური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები. სეტყვის მოსვლის ალბათობამ შეადგინა 80 %, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომამ კი 20 მმ. 22:00 საათიდან 23:00 საათამდე ახმეტის რაიონის თავზე, 300 კვარდატული კილომეტრის ფართობის მქონე ღრუბლის მასები სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით ეტაპობრივად დამუშავდა. გასროლილი იქნა 20-მდე ერთეული რაკეტა. ზემოქმედების შედეგად ნალექი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიშალა“, - ნათქვამია „დელტას“ განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics