23:16 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-06 07:24:36, 822 ნახვა

რეგიონი
ტელეკომპანია „ევრონიუსი“ ბათუმს გადაცემას უძღვნის

პოპულარული ტელეკომპანია ევრონიუსი ბათუმს ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის.

გადაცემა „მეტროპოლიტანი“-ს მეშვეობით ბათუმის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას, არქიტექტურას, გასტრონომიასა და ქალაქის თანამედროვე სახეს მილიონობით მაყურებელი გაეცნო. 

ევრონიუსის ეთერში ბათუმის შესახებ მომზადებული საინტერესო გადაცემა „ბათუმი - სტრატეგიული პორტიდან აქტიურ საზღვაო კურორტამდე“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული მედიატურის ფარგლებში გაკეთდა.  ევრონიუსის გადამღები ჯგუფი პრესტურით რეგიონს ზაფხულის აქტიურ ტურისტულ სეზონზე სტუმრობდა, რომლის დროსაც ტელეკომპანიამ კიდევ ერთი გადაცემა შავი ზღვის ჯაზფესტივალის შესახებ მოამზადა. 

„წელს, ბათუმისა და ზოგადად, რეგიონის რეკლამირებას აქტიურად ვეწევით ისეთი პოპულარული ტელეკომპანიებით, როგორიცაა ევრონიუსი. გარდა აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლებისა, რომლებიც უკვე ორი თვეა ტრიალებს ტელეკომპანიის ეთერით, მომზადდა სპეციალური გადაცემები ჩვენი ქალაქის შესახებ. შესაბამისად, 200-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს სამიზნე ქვეყნებში ეცნობიან ჩვენს ტურისტულ პოტენციალს და ეს ბუნებრივია, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის, რეგიონის ცნობადობის გაზრდასა და პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბებას. ჩვენი სატელევიზიო რეკლამა ტრიალებს ტელეკომპანია BBC-ის ეთერშიც და ვაგრძელებთ სხვა პოპულარულ ტელეკომპანიებთან მოლაპარაკებებსაც”, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. 

ევრონიუსის ეთერში ბათუმის შესახებ მომზადებული გადაცემის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებ-მისამართზე - http://www.euronews.com/2017/09/05/batumi-from-strategic-port-to-bustling-sea-resort

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics