23:15 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-16 18:01:43, 818 ნახვა

რეგიონი
ბათუმის მერია აფეთქების შედეგად დაშავებულებს შესაბამის დახმარებას გაუწევს

გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფექთების შედეგებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ადგილზე გაეცნო.

აფეთქების ადგილზე ხანძარი მალევე იქნა ლიკვიდირებული, თუმცა ირგვლივ არსებული სახლები დაზიანდა. დაზარალებულ მოსახლეობას ზურაბ პატარაძე ქალაქის მერთან, გიორგი ერმაკოვთან ერთად გაესაუბრა და დახმარება აღუთქვა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ასევე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე. მინისტრი დაზარალებულ მოქალაქეებს გაესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბათუმის მერია დაშავებულებს შესაბამის დახმარებას გაუწევს და მათ ქირით გაყვანას უზრუნველყოფს.

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ხანძარი თხევადი აირის აფეთქებამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად 4 სახლი დაზიანდა. დამწვრობა მიიღო ორმა ადამიანმა. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics