2017-08-10 09:34:33, 2141 ნახვა
საზოგადოება სამხედრო
ავღანეთში მომხდარი თავდასხმისას დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს დღეს დაკრძალავენ
ავღანეთში მომხდარი თავდასხმისას დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის, უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის დაკრძალვის ცერემონია დღეს გაიმართება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი ზესტაფონში, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში 10:00 საათიდან დაიწყება (მისამართი: რუსთაველის ქ. N1; ქალაქის ცენტრი, გამგეობის მოპირდაპირე მხარე). ეკლესიიდან გამოსვენება - 15:00 საათზე, დაკრძალვა - ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში.
შეგახსენებთ, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე 3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან