10:42 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 15:07:49, 508 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარის მოადგილეები ჩხოროწყუში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეები შოთა რეხვიაშვილი და მამუკა ცოტნიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, ჩხოროწყუს გამგებელი დავით გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა ჩხოროწყუში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით სამინისტროში მოქმედ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვითა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, მინისტრის მოადგილეებმა ისაუბრეს სოფლად სახლის, მენაშენეებისაგან ბინების გამოსყიდვის, იპოთეკური სესხის დაფარვისა და მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროექტებზე.
 სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში, ჩხოროწყუში სამინისტრომ 4 დევნილი ოჯახისათვის კერძო სახლი უკვე შეისყიდა. შოთა რეხვიაშვილი და მამუკა ცოტნიაშვილი ადგილზე გაეცნენ დევნილთა საცხოვრებელ პიროებებს, მოისმინეს მათი პრობლემები და საჭიროებები.
ამასთან, უწყების ცნობით, შოთა რეხვიაშვილი და მამუკა ცოტნიაშვილი ყოფილი „სოფტექნიკის“ შენობაში მცხოვრებ 8 დევნილ ოჯახსაც შეხვდნენ.
 აღნიშნულ ობიექტს კერძო მესაკუთრე ჰყავს, რომელთანაც სამინისტრო მოლაპარაკებას აწარმოებს. მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, სამინისტრო შენობას გამოისყიდის და დევნილებს სიმბოლურ-ფასად ერთ ლარად საკუთრებაში გადასცემს.
მინისტრის მოადგილეებმა ასევე მოინახულეს დევნილთა უფასო გამოკლვევების პროცესი, რომელიც სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კლინიკების „გორმედისა“ და „სენამედის“ ექიმებმა ჩაატარეს.
გამოკვლევები ჩხოროწყუს რაიონულ საავადმყოფოში ჩატარდა. დევნილებს მოემსახურნენ: ტრამვატოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, პედიატრი და გინეკოლოგი. მაღალტექნოლოგიური კვლევების საჭიროებისას კლინიკებმა უზრუნველყვეს პაციენტების ტრანსპორტირება კლინიკაში და დიაგნოსტიკა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics