12:09 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 20:31:45, 2382 ნახვა

მსოფლიო სხვადასხვა
კრემლის გუმბათით დაფარული თეთრი სახლი - ჟურნალ Time-ის ახალი ნომერი

ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა ახალი ნომერი გამოუშვა, რომლის გარეკანზე თეთრი სახლი კრემლის გუმბათით, წითელ ფერებშია წარმოდგენილი. 

ჟურნალის რედაქციისთვის ინსპირაციის წყაროდ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარშემო აგორებული სკანდალებია.

ბოლო პერიოდში მედიაში ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია, ტრამპსა და რუსეთს შორის არსებულ კავშირებზე. 

მედიასა და საზოგადოებაში დიდი რეზონანსი ასევე, აშშ-ში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტმა და დონალდ ტრამპის მიერ შეხვედრის დროს ქვეყნისათვის მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციის სავარაუდო გაჟღერებამ გამოიწვია. 

გარდა ამისა, მორიგი სკანდალი FBI-ის დირექტორის ჯეიმს კომის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხება. New York Times-ის ინფორმაციით, ჯეიმს კომი თანამდებობაზე ყოფნის დროს ტრამპსა და რუსეთს შორის არსებულ კავშირებს, ასევე კრემლის მიერ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევას იძიებდა. აშშ-ში არსებობს ვერსია, რომ დონალდ ტრამპმა კომის გადაყენების გადაწყვეტილება სწორედ აღნიშნული გამოძიების გამო მიიღო.

დონალდ ტრამპი ყველა აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს, ხოლო FBI-ის დირექტორის გადაყენების მიზეზად მის მიერ "ბიუროს არაეფექტურად" მართვას ასახელებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics