19:53 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 21:48:18, 995 ნახვა

რეგიონი
დავით სანაკოევი: ზნაურის რაიონში ე.წ. საზღვარზე საინჟინრო ნაგებობის აღმართვა იგეგმება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლმა დავით სანაკოევმა განაცხადა, რომ  ცხინვალის მხარე ზნაურის რაიონში ე.წ. სახელმწიფო საზღვარზე საინჟინრო ნაგებობის აღმართვას აპირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Cominf.org ავრცელებს.

როგორც სანაკოევმა აღნიშნა, ე.წ. საზღვარზე 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის საქართველოს 2, აზერბაიჯანის 3 და სამხრეთ ოსეთის 6 მოქალაქე.

"ჩვენ უკვე, მივაწოდეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვაპირებთ აღვმართოთ საინჟინრო ნაგებობა ზნაურის რაიონის სოფელ არანგარონთან (მანამდე იონჩა). გასულ წელს ადგილობრივ მცხოვრებს მსხილფეხა საქონელი დაეკარგა, რომლის პოვნაც ვერ მოხერხდა. მანამდე სოფლიდან სხვა ქონებაც იკარგებოდა, ამიტომ სოფლის მცხოვრებლებმა ხელისუფლებას მიმართეს, რომ იქ შეიქმნას უსაფრთხოების აუცილებელი ზომები", - განაცხადა მან.

გარდა ამისა, სანაკოევმა აღნიშნა, რომ ქართული მედია დეზინფორმაციას ავრცელებს, როდესაც ე.წ. საზღვარზე მოქალაქეების დაკავებას აშუქებს.

"ქართული მედია საშუალებები, აცხადებენ, რომ მოქალაქეებს თითქოს იტაცებემ, იყენებენ ისეთ ტერმინოლოგიას, როგორიცაა ოკუპანტი, რაც რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება", - აღნიშნა სანაკოევმა.

მისივე ინფორმაციით, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics