13:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-09 18:43:30, 354 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: პრემიერს საერთოდ არაფერი არ ესაქმება სპეცრაზმელებთან, მათ თავისი უფროსი ჰყავთ

"პრემიერს საერთოდ არაფერი არ ესაქმება სპეცრაზმელებთან, მათ თავისი უფროსი ჰყავთ",-ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოქმედი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ შესრულებული უკანონო დავალებების გამო, სპეცრაზმელების დაკავება არასწორია.
ივანიშვილის თქმით, პრემიერმაც და შინაგან საქმეთა მინისტრმაც ამ საკითხზე უბრალოდ საკუთარი აზრი გამოთქვეს.
"მე არ მაქვს იმაზე მეტი ინფორმაცია, რაც მედიაში არ ქვეყნდება,  მაგრამ ძალიან ქმედითუნარიანია დღევანდელი პროკურატურა და პოლიციაც.პრემიერს საერთოდ არაფერი არ ესაქმება სპეცრაზმელებთან,  მათ თავისი უფროსი ჰყავთ. პრემიერმა მხოლოდ თავისია ზრი გამოთქვა, იგივე აზრი გამოთქვა გომელაურმაც. გომელაურიც ფიქრობს და სცდილობს, რომ ის ვინც არასწორ ბრძანებას დაექვემდებარა,  ჩადინა დანაშაული,  იქნებ როგორმე შეუმსუბუქონ. თუ უფროსიც იძლევა უკანონო ბრძანებას უნდა ეყოს გონება მასაც,  რომ რაღაც არ გააკეთოს",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ყველაფერს ცდილობენ, კორტების საქმეზე სპეცრაზმელები მსუბუქი სასჯელით გამოვიდნენ. მისივე  თქმით, სპეცრაზმელები მაშინ არასწორ ბრძანებას შეეწირნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics