13:30 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-09 18:37:05, 352 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: მთავრობის მართვის არავითარი ბერკეტი არ მაქვს

„მთავრობის  მართვის არავითარი ბერკეტი არ მაქვს“,-ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა  კულისებიდან  ქვეყნის მის მართვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ის არ მართავს მთავრობას  კულისებიდან.
„არ ვმართავ კულისებიდან მთავრობას.  მთავრობას მართავს  მთავრობის მეთაური მინისტრები ასრულებენ თავის ფუნქციებს, ძალიან იშვიათად თუ დამირეკევან  და რჩევას მკითხავენ,  ძალიან ნორმალურია ეს   მთელს  მსოფლიოში ხდება.   მე არა მაქვს  არავითარი ბერკეტი მათი მართვის.  არავინ არ არის ჩემი ნათესავი, არავისთან არ ვმეგობრობდი მათთან ვინც დღეს მთავრობაში არიან.  მაქვს საზოგადოებაში დიდი ნდობა, ძალიან კარგად იცინ ჩემი პრინციპული პოზიცია,  რომ ყველასგან მოვითხოვ კანონის დაცვას, როგორც მოქალაქე დღეს. მე ხმას ამოვიღებ და ჩემს ხმას ძალა ექნება, აქედან გამომდინარე   მე მგონია,  რომ ამას დიდ ანგარიშს უწევენ  და ის ვისაც აქვს სურვილი ან   არღვევს კანონს, ან კანონის დარღვევის სურვილი აქვს, ჩემზე აგრესია მოდის იმიტომ რომ მათთვის ხიფათს წარმოვადგენ“,-განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, ექს პრემიერმა დასძინა, რომ ის ერთ-ერთია იმათგან ვინც ილიას სიტყვებს აბსოლუტურად აკმაყოფილებს.
 „ასე, რომ ეჭვიანობენ ივანიშვილი მმართავსო მთავრობას   რამე პირადული ნახეს ივანიშვილში? ასე  ვთქვათ,  საჩემოდ რამეს ვაკეთებ?  მე ვარ ერთ-ერთი მათგანი  ვინც აბსოლუტურად  აკმაყოფილებს ილიას სიტყვებს.  ყველამ ერთად და თითოეულმა ცალკე  უნდა გაიაზროს  და საკუთარი წარმატებები  უნდა ვეძებოთ მთელი ერის წარმატებაში  და არა ცალკე. რისთვის შფოთავენ?  თუ ჩემი ინტერესები საერთო საზოგადოების ინტერესებს  ემთხვევა, არაფერს პირადულს არ ვაკეთებ, არ ვაფუჭებ, ასეთ შემთხვეაშიც, რომ ეჭვი რჩებათ რომ ვმართავ.   რა აშფოთებთ?“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics