13:45 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 16:32:22, 762 ნახვა

რეგიონი
შავ ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად დაკარგული 2 მეზღვაური იპოვეს

მაშველებმა შავ ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად დაკარგული 2 მეზღვაური იპოვეს.

ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაუდასტურეს.

ამ დროისთვის მათი ვინაობა დადგენილი არ არის.

ცნობისთვის, გამთენიისას შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი ჩაიძირა, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. კატასტროფის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველებმა ხუთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.

სატვირთო გემი „გეროი არსენალა“ რუსეთის ქალაქ აზოვის პორტიდან თურქეთისკენ მიემართებოდა და მარცვლეულით იყო დატვირთული.

გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის 12 წევრიდან ცხრა უკრაინის, ორი რუსეთის, ერთი კი საქართველოს მოქალაქე იყო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics