11:17 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-06 17:14:12, 379 ნახვა

პოლიტიკა
ნორლანდი: პოლიციელის დაღუპვა მთელი საქართველოსთვის საშინელი ტრაგედიაა

პოლიციელის დაღუპვა მისი ოჯახისთვის, მთელი საქართველოსთვის და სამართალდამცავი სტრქუტურებისთვის საშინელი ტრაგედიაა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა, მეორე დაჭრილ პოლიციელს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

„ეს არის საშინელი ტრაგედია დაღუპული ოფიცრის ოჯახისთვის, მთელი საქართველოსთვის და სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის. რამდენადაც ვიცი მეორე პოლიციელი არის დაჭრილი და საავადმყოფოშია. ვუსურვებთ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას. მიმდინარეობს სამუშაოები, სამართალდამცავები ცდილობენ დააკავონ დამნაშავე და იმისათვის, რომ პოლიციელის დაცვა იქნას უზრუნველყოფილი, იქნება გატარებული ღონისძიებები, მაგრამ ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება“, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

შეგახსენებთ, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

ცნობისთვის, გუშინ შემთხვევის ადგილას სპეცოპერაცია განხორციელდა, სადაც სამართალდამცველებმა გარდაცვლილი პოლიციელის სავარაუდო მკვლელის პირად ნივთებს მიაგნეს. 

მოგვიანებით, პროკურატურამ პოლიციელის მკვლელობის ჩამდენი პირის ფოტო გამოაქვეყნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics