2015-04-03 16:06:15, 412 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენი: მთის კანონის მიღების პროცესი უნდა დაჩქარდეს
„მთის კანონის მიღების პროცესი უნდა დაჩქარდეს“,-ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მთის კანონი რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს საკანონმდებლო ორაგანომ.
„ჩვენი რეკომენდაცია მდგომარეობს იმაში , რომ მთის კანონის მიღების პროცესი უნდა დაჩქარდეს. რაც შეიძლება მალე უნდა იყოს მიღებული პარლამენტის მხრიდან ეს კანონი, რადგან ზოგადად ამაზე არის დამოკიდებული სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, საუბარი არის გარკვეულ შეღავათებზე, იქ მაცხოვრებელი მოქალაქეებისთვის და გარკვეული პროგრამების ამუშავებაზე“,-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან