21:07 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 12:49:36, 769 ნახვა

რეგიონი
სახლის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებული ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

დაბა განთიადში სახლის ნგრევის შედეგად დაზარალებული ორსული ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის რეგიონულ ცენტრში გადაიყვანა.

36 კვრის ორსულს საჭირო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა. მკურნალი ექიმის განარტებით ნაყოფის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, პაციენტს მხოლოდ სახის არეში აღენიშნება მცირედი დაჟეჟილობა. დაშავებული ქალბატონი აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა სურმანიძემ მოინახულეს. მინისტრის განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

აღსანიშნავია, რომ მკურნალობისთვის საჭირო ხარჯებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დაფარავს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics