2015-03-26 19:34:42, 384 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე საბერძნეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ათენში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საბერძნეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს გეორგიოს ვარემენოსს შეხვდა.
ბაქრაძემ შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმატებით მიმდინარეობს ევროკავშირთან ასოცირების შეტანხმების, ვიზა ლიბერალიზიციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესი.
ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ რომ ასევე წარმატებით გაგრძელდება და რიგის სამიტამდე დასრულდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის საბერძნეთის, საკანონმდებლო ორგანოების მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშითან ინტეგრაციის აქტუალური საკითხები განიხილეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან