2016-12-23 10:57:00, 1659 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: იმედი მაქვს, ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფები არ გაიზრდება
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ამ ეტაპზე ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფების გაზრდის აუცილებლობას ვერ ხედავს.
თუმცა, როგორც დოლიძემ აღნიშნა, ტარიფებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სემეკი იღებს.
დოლიძემ იმედოვენებს, რომ ტარიფები არ გაიზრდება და თუ გაიზრდება ის სოციალურად დაუცველ ფენას არ დააწვება.
„სემეკის განცხადებიდან გამომდინარე გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის აუცილებლობას ვერ ვხედავ. მთავრობა ყველა ნაბიჯს დგამს, რომ ეს არ მოხდეს. თუმცა ბუნებრივია სემეკი არის დამოუკიდებლი ორგანიზაცია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ტარიფებთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ეს არ მოხდება და თუ მოხდება, არ დააწვება სოციალურად დაუცველ ფენას“,-აღნიშნა დოლიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან