19:08 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 15:48:35, 1584 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
შს მინისტრის მოადგილე: მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აღარ გაუქმდება

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის განცხადებით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იპორტი აღარ აიკრძალება. 

მისივე განმარტებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონპროექტში ცვლილებები შევა, სადაც გათვალისწინებულია ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა განბაჟების გადასახადის მატებასთან დაკავშირებით, რაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანას თავისთავად შეამცირებს. 

"ჩვენი ინიციატივა იყო იმპორტის აკრძალვა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა, შემცირებულიყო მარჯვენასაჭიანი მანქანების რაოდენობის კატასტროფული ზრდა. გარკვეულწილად, ეს შედეგი მიიღწევა განბაჟების გაძვირებითაც. რადგან ეს ორივე გზა ისახავს ერთ მიზანს, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ფინანსთა სამინისტროს ინიციატივას, ანუ რეგისტრაციის გაუქმება აღარ იქნება",-აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.

ამასთან, როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, პარალელურად მიმდინაორებს მუშაობა, რომ მომავალ წელს საგზაო უსაფრთხპოების უზრუნველყოფა და მოწესრიგება ახალ ტექნოლოგიებზე გადავიდეს.

"ახლა ვმუშაობთ ჭკვიანი კამერების და რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე",-აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.

   





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics