16:41 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 15:51:41, 337 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ საჯარო სამსახურის რეფორმას განვაგრძობთ

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მთავრობის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო. 

როგორც მან „ქორთიარდ მერიოტში“ დონორების საკოორდინაციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება და კანონის უზენაესობა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, მთავრობა საჯარო სამსახურის რეფორმის განხორცილებას განაგრძობს. 

„დღეს გაგაცნობთ ძირითად პრიორიტეტებს. პირველ რიგში, ეს გახლავთ დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება და კანონის უზენაესობა. ჩვენ განვაგრძობთ საჯარო მმართველობის მიმართულებით ფართომასშტაბიანი რეფორმის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სამსახურის რეფორმას,  საჯარო ფინანსების გაუმჯობესებულ მართვას, მძლავრი ანტიკორუფციული პოლიტიკის წარმოებას, თვითმმართველობების გაძლიერებასა და მთავრობის საქმიანობის მეტ გამჭვირვალობას“, – აღნიშნა ღრიბაშვილმა. 

პრემიერის თქმით, მას აქვს მოლოდინი, ამ რეფორმების განხორციელების შედეგად, საქართველო  კარგად ორგანიზებულ, დემოკრატიულ და ღია საჯარო სექტორს მიიღებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics