12:18 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 14:55:12, 777 ნახვა

სამხედრო
იზორია: ვპირდები საზოგადოებას, რომ თავდაცვის სისტემაში რეფორმები არ შეჩერდება

ვპირდები საზოგადოებას, რომ თავდაცვის სისტემაში რეფორმები გაგრძელდება და არ შეჩერდება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც იზორიამ აღნიშნა, დაპირისპირების ფონზე მას რეფორმების განხორციელების ორმაგი მოტივაცია უჩნდება.

„ჩვენ უნდა ავიღოთ სწორება თავდაცვის სისტემებზე. ჩვენ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას პირდაპირ, თუ რამდენად მიზნობრივად იხარჯება მათი გადასახადები. უნდა შევიძინოთ თუ არა დამატებით კიდევ ბომბდამშენები, რომელიც ათობით მილიონ დოლარს აღემატება ზოგჯერ, თუ ვიყოთ უფრო ორიენტირებულები ისეთ თავდაცვის სისტემებზე, რომელიც ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ოპტიმალურად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ამაზე საჯაროდ უნდა დავიწყოთ დისკუსიები“, - განაცხადა იზორიამ.

მინისტრის თქმით, მას რეფორმებთან დაკავშირებით პირადი გამოცდილება აქვს. ამასთან, იზორიას განცხადებით, ის ამაყობს, რომ საპატრულო პოლიციის რეფორმირებაში წვლილი აქვს შეტანილი.

„პირადი გამოცდილება მაქვს რეფორმებთან დაკავშირებით. როდესაც პოლიციის აკადემიის რექტორი ვიყავი და ვქმნიდით ახალ პოლიციას საპატრულო პოლიციის სახით, მე გამოცდილი მაქვს არაერთი შემოტევა, ლანძღვაც, მაგრამ ჩვენ ეს რეფორმები ღირსეულად მივიყვანეთ ბოლომდე და მე დღეს ამაყი ვარ, რომ ამ რეფორმებში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics