02:51 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-07 15:04:44, 382 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი ეწვევა

 საქართველოს 8-11 მარტს, ოფიციალური ვიზიტით, ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი ეწვევა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში  ზანიერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან,საგარეო საქმეთა მინისტრთან და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე საუბარი შეეხება საქართველო-ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხებს, ყურადღება გამახვილდება საქართველოს ოკუპირებულრეგიონებში შექმნილ ვითარებაზე.

ვიზიტის ფარგლებში ლამბერტო ზანიერი საოკუპაციო ხაზს ეწვევა, ასევე მოინახულებს დევნილთა დასახლებას და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics