18:57 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 10:53:45, 994 ნახვა

კომენტარი
ხიდაშელი: კადრების გავრცელებაზე დაკავებულ პირებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება წარმოუდგენელია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე დაკავებულ პირებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება წარმოუდგენელია.

ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს თბილისში მიმდინარე ამბასადორიალზე განუცხადა.

 “მოთმინებით ველოდები პროკურატურაში გამოძიების დასრულებას. ერთის მხრივ მუქარებზე, რომელსაც ჩვენ თვეების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ვისმენდით ხან ვიდეო გრაფიკის სახით ხან სხვა ფორმით. მეორეს მხრივ გავრცელებულ ვიდეო მასალაზე. ჩემი აზრით ყველაფერი რაზეც დღეს უნდა ვილაპარაკოთ, სწორედ იმის შედეგია, რომ ეს პროცესი არ არის დასრულებული, და ამიტომ, მე პირადად მოთმინებით ველოდები ამ პროცესის დასასრულს. თუმცა სანამ არ არის დასრულებული, სანამ ყველა არ არის დაკავებული, სანამ უზრუნველყოფილი არ არის რომ ქვეყანაში, ეს ვიდეო ფირების ტერორიზმი დამთავრდეს, რაიმე ტიპის საპროცესო გარიგებებზე საუბარი ამ ადამიანებთან უბრალოდ წარმოუდგენლად მეჩვენება, თუკი მათ რაიმე ისეთი ღირებული ინფორმაცია არ მიაწოდეს პროკურატურას. ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ ვიცოდეთ რა განსაკუთრებული დამსახურებისთვის თუ ასეთი რამ ხდება, საპროცესო გარიგების გაფორმება, იმ ადამიანებთან, რომლებიც გუშინ ითქვა, რომ საზოგადოებაში ძალიან მაღალ საფრთხეს წარმოადგენენ და არ ვიცით ეს საკითხი როგორ არის ნეიტრალიზებული“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics