16:32 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 17:04:49, 350 ნახვა

პოლიტიკა
გომელაური: გედენიძის ინციდენტში მონაწილე მეორე პირს კანონის შესაბამისად ვერ დავსჯით

„ირაკლი გედენიძის ცემისას მეც ასე აღვიქვი, რომ მეორე პირი იჭერდა, მაგრამ მას კანონის შესაბამისად ვერ დავსჯით“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ფოტორეპორტიორის ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის პირი, რომელიც გედენიძის ცემის ბრალდებით დააკავეს კანონის უმკაცრესი ზომით უნდა დაისაჯოს.

„ეს ძალიან ცუდი ფაქტი იყო, როდესაც ვნახე შევშფოთდი. მოხდა გედენიძის ცემა, როცა ის თავის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა. ის ადამიანი პოლიციის მიერ დაკავებული იქნა, ამაზე სასამართლო იმსჯელებს. ვფიქრობ ის სისხლის სამართლის უმკაცრესი ზომით უნდა დაისაჯოს. რაც შეეხება მეორე პირს, მის მიმართ კანონით დასჯა არ გამოიკვეთა, ის თითქოს აშველებდა, მაგრამ თითქოს იჭერდა,  გასაგებია ყველასათვის, მეც ასევე აღვიქვი, მაგრამ ამ ადამიანს კანონის შესაბამისად ვერ დავსჯით“, - განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტს ირაკლი გედენიძეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics