22:57 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-31 10:34:34, 3590 ნახვა

ეკონომიკა
SOLO-ს მხარდაჭერით, SITUATIONIST-მა Beyonce-ს COWBOY CARTER TOUR-ისთვის საკონცერტო კოსტიუმები შექმნა

SOLO-ს გუნდის მხარდაჭერით, SITUATIONIST-ის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ირაკლი რუსაძემ, მსოფლიო დონის არტისტის, Beyonce-ს COWBOY CARTER TOUR-ისთვის საკონცერტო კოსტიუმები შექმნა.

ეს SITUATIONIST-ისა და Beyonce-ს გუნდის რიგით მეორე კოლაბორაციაა, რომელიც ქართველი ხელოვანის შემოქმედებას მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აქცევს.

პირველ რიგში, ჩემთვის და ჩემი გუნდს წევრებისთვის, უდიდესი მოტივაციაა, როდესაც მსოფლიო დონის ვარსვლავისთვის გვიწევს კოსტიუმების შექმნა. ყველაზე მეტად კი ის გვახარებს, რომ კოსტიუმს შიგნით Made in Georgia აწერია და საქართველოს სახელით მთელი მსოფლიო ინტერესდება. ქართული ბრენდისთვის, რომელსაც დამოუკიდებლად, საკუთარი რესურსით უწევს საქართველოს სახელის საზღვრებს გარეთ გატანა, SOLO-ს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის, მადლობა მინდა გადავუხადო მათ. სამუშაო პროცესი თვეების განმავლობაში გაგრძელდა - ბევრი პროტოტიპი დავამზადეთ, ბევრი სირთულე გამოვიარეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მთელი ეს პროცესი და შემდგომ უკვე შედეგის სცენაზე ნახვა, ყველაზე სასიამოვნო შეგრძნებად იქცა. ამ წარმატებისთვის მთელ ჩემს გუნდს უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო”, - აღნიშნავს SITUATIONIST-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ირაკლი რუსაძე.

“SOLO-ს გუნდისთვის ქართველი არტისტების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ხელოვანების პოტენციალის კიდევ უფრო გამოვლენას, მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, მათ როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებას და საქართველოს სახელის ფართო ასპარეზზე გატანას. სწორედ SITUATIONIST-ისა და Beyonce-ს გუნდის კოლაბორაცია ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო, რომელმაც ქართული ბრენდის სახელი კიდევ ერთხელ გააჟღერა მსოფლიო დონეზე. ჩვენ ვულოცავთ SITUATIONIST-ის გუნდს მიღწეულ წარმატებას და მომავალშიც გავაგრძელებთ ქართველი არტისების მხარდაჭერას”, - აღნიშნავს ლიზა ქისატაური, SOLO და Wealth Management ის ბრენდ მენეჯერი.

ინფორმაციისთვის, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, SOLO უკვე 3 წელია SITUATIONIST-ის მხარდამჭერია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics