03:19 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-18 19:36:38, 2630 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკისა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ერთობლივი კამპანია დაცული ტერიტორიების მხარდასაჭერად

საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მრავალი წელია ხელს უწყობს ქვეყნის ენდემური სახეობების დაცვასა და კონსერვაციას. სწორედ ამ მიზნით, უკვე 13 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია.

საქართველოს ბუნების შენარჩუნების მიზნით კი, ფინანსური ინსტიტუტი კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) ერთად, ახალ კამპანიას ახორციელებს, რომლის ინსპირაციის წყაროც საქართველოს ბანკის ლოგო გახდა.

კამპანიის ფარგლებში, ორგანიზაციები დიდ ბრენდებს, რომლებიც საკუთარ ლოგოებში ცხოველისა თუ ფრინველის სიმბოლოს იყენებენ, მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ გადაშენების პირას მყოფი სახეობების შენარჩუნებას.

„კორპორატიული სოციალური პასუხიმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი უკვე მრავალი წელია კავკასიის ბუნების ფონდთან თანამშრომლობს. CNF ეხმარება ყველა დაცულ ტერიტორიასა და ნაციონალურ პარკს უნიკალური სახეობების შენარჩუნებაში. აერთიანებს სხვადასხვა ცხოველსა და ფრინველს, რომლებსაც გადარჩენა და კონსერვაცია სჭირდებათ. გავაცნობიერეთ რა, რომ თავად ჩვენ, საქართველოს ბანკი, უკვე 24 წელია, ლოგოში ლომს ვიყენებთ. ამ პასუხისმგებლობამ გადაგვადგმევინა ნაბიჯი სხვა ბრენდებისთვისაც მიგვეწვდინა ხმა, გავერთიანებულიყავით ერთი მისიით და ეს ერთგვარი ვალი ბუნებისთვის დაგვებრუნებინა”, - ვკითხულობთ საქართველოს ბანკის განცხადებაში.

საქართველოს ბანკისა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) კამპანიაში უკვე ჩაერთო ხუთი კომპანია:

  • Georgian Capital;
  • ასკანელი;
  • სარაჯიშვილი;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ);
  • სმარტი;

კამპანიის ფარგლებში საქართველოს ბანკი და კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) კომპანიებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ ინიციატივას და საკუთარი წვლილი შეიტანონ  ბუნების დაცვის საქმეში.

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ კამპანია კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით ხორციელდება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics