2025-04-16 14:26:01, 728 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მინდაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი მინდაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, პროკურორს სასამართლოში გიორგი მინდაძის კუთვნილი მობილური ტელეფონი და ის შარვალი აქვს წარმოდგენილი, რომელიც მას შემთხვევის დღეს ეცვა.
ცნობისთვის, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებიან, რომ 29 ნოემბერს, პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის შედეგადაც მან ფეხზე დაზიანება მიიღო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,