10:29 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-10 13:11:23, 591 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ქვეყანაში ვალუტის კარგი, ძლიერი შემოდინებებია, ამის გამო ლარი გამყარდა კიდეც

ქვეყანაში ვალუტის კარგი, ძლიერი შემოდინებებია. სწორედ ამის გამო ლარი გამყარდა კიდეც - თებერვლის ინფლაცია გამოქვეყნდა და მიზნობრივ 3%-ზე დაბალია - ანუ, ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენ რეზერვების შევსების დაწყებას შევძლებთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, რეზერვების მოცულობაზე არამხოლოდ ეროვნული ბანკის აქტივობა ახდენს გავლენას, არამედ თუნდაც საგარეო ვალის მომსახურება.

„რეზერვების სტატისტიკა გამჭვირვალეა - პერიოდულად ვაქვეყნებთ. რეზერვების მოცულობაზე გავლენას ახდენს არამხოლოდ ეროვნული ბანკის აქტივობა, არამედ თუნდაც საგარეო ვალის მომსახურება. საგარეო ვალის მომსახურება აისახება დინამიკაზე, როდესაც საგარეო ვალის დაფარვა გეგმაზომიერად ხდება. რაც შეეხება ეროვნული ბანკის ინტერვენციებს, იანვარ-თებერვალში არანაირი ინტერვენცია არ განგვიხორციელებია - უცხოური ვალუტა ბაზარზე არც გვიყიდია და არც გაგვიყიდია. მარტიდან იწყება ის პერიოდი, რომელიც ტრადიციულად გვაძლევს შესაძლებლობას, რომ რეზერვები შევავსოთ და ბაზარზე ვალუტა შევიძინოთ. ეს შემდეგ თვეში ქვეყნდება ხოლმე. მიზანშეწონილი არა არის, რომ უშუალოდ ამ პერიოდში რასაც ვაკეთებთ, ის ვთქვათ, იმისთვის, რომ სპეკულაციური განწყობები არ წავახალისოთ. ზოგადად, ქვეყანაში ვალუტის კარგი, ძლიერი შემოდინებებია. სწორედ ამის გამო ლარი გამყარდა კიდეც. თებერვლის ინფლაცია გამოქვეყნდა და მიზნობრივ 3%-ზე დაბალია - 2.4%. ანუ, ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენ რეზერვების შევსების დაწყებას შევძლებთ“, - განაცხადა თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics