2025-02-25 20:44:56, 496 ნახვა
საზოგადოება
საპროტესტო მარში რუსთაველის გამზირისკენ მიემართება სადაც სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს - ვიდეო
გმირთა მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები, მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე იმყოფებიან.
ადგილზე მათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე სხვადასხვა სახის ბანერები წარწერებით - "აჯანყდი", "თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს".
ასევე, აქციის მონაწილეები სკანდირებენ -"არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა", "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს".
აქცია/მსვლელობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც მიჰყვებიან.
რუსთაველის გამზირზე მისულ აქციის მონაწილეებს კი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით მიმართავს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,