2025-02-25 19:39:14, 449 ნახვა
საზოგადოება
მოხალისე მოქალაქეები - დავაორგანიზეთ აგრო დრონები, რომლების ტვირთამწეობა 30 და 40 კილოგრამია
მოქალაქეები, რომლებიც გურიაში ჩარჩენილი მოსახლეობის დასახმარებლად გაერთიანდნენ განცხადებას ავრცელებენ.
მათი თქმით დაორგანიზდა აგრო დრონები, რომლითაც შესაძლებელია სტიქიის ზონაში ჩარჩენილ ადამიანებს საკვები და პირველადი დახმარების ნივთები მიაწოდონ.
„დავაორგანიზეთ აგრო დრონები, რომლების ტვირთამწეობა 30 და 40 კილოგრამია, მოფიქრებული გვაქვს ისიც, თუ როგორ გადავთოვლოთ სახლები ამ დრონებით, მაგრამ გვჭირდება თქვენი დახმარება:
1. გვჭირდება ადგილობრივი „გამგებლების“ საკონტაქტო ნომრები, რომ შევძლოთ ტერიტორიაზე შესვლა, რადგან რაღაც მონაკვეთის იქით მანქანებს აღარ უშვებენ.
2. გვჭირდება ტრანსპორტი, რომლითაც შევძლებთ ამ დრონების თბილისიდან გურიაში წაღებას.“ - წერენ მოხალისეები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,