2025-02-25 10:50:36, 394 ნახვა
საზოგადოება
პოლიციამ ნიკა ნარსია ჯამში 55 000 ლარით დააჯარიმა
სამოქალაქო აქტივისტ ნიკა ნარსიას პოლიციამ დღეს დილით სახლში ორი 5 000 ლარიანი ქვითარი მიუტანა.
ნარსია უკვე მეთერთმეტედ დააჯარიმეს და მას გზის გადაკეტვას ედავებიან.
"დილის "გამამხნევებელი" ალყა აი დილით რომ იღვიძებ ქართველი, მუშაობ პოლიციაში, შენი ხელფასი რომ ითვლება ქვეყანაში საშუალოზე მაღალი, ანუ 1500 ლარი და 10 000 ლარის ჯარიმა რომ მიგაქვს ოჯახში, ხომ ხარ ტერორისტი, კანიბალი ჩეკისტი? თან ამას რომ იღებ და უგზავნი უმფროსს, ის მის უმფროსს და ის მთლად იმას,ფუფ მე-11-ე საქმეა ანუ 55 000 ლარი უნდათ ბიძინა ყოველდღე გეტკინა ყველაფერი სანამ მე შენ ეს არ გადაგიხადო დღეს რუსთაველზე სამშობლოსათვის
25 თებერვალი მაინც განსაკუთრებულად "აღნიშნეს" ამ რუსებმა, ალბათ ასე "სანდომიანი" სახით ხვრეტდნენ 1921 წელს სამშობლოს სიყვარულისთვის გავიმარჯვებთ სახელოვნად " წერს ნარსია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,