19:14 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-08 13:23:10, 998 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი რუსეთს მეზობლების დაშინებაში ადანაშაულებს

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს მეზობლების დაშინებასა და ნატოს დაყოფის მცდელობაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა მოსკოვის სამეზობლო პოლიტიკაზე CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, მოსკოვი წლებია ალიანსში განხეთქილების შეტანას ცდილობს, თუმცა ამ კუთხით წარმატებას ვერც მიაღწია და ვერც მომავალში მიაღწევს.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, რუსეთის ქმედებების საპასუხოდ ნატოს წევრებმა ძალები გააერთიანეს და სამხედრო პოლიტიკა უსაფრთხოების საკითხებში ახალ პირობებთან შესაბამისობაში მოიყვანეს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე სირიაში რუსეთის ქმედებების გამო შეშფოთება გამოთქვა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ხმელთაშუა ზღვაში რუსული სამხედრო პოტენციალის გაზრდას ალიანსი თურქეთსა და ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო დანაყოფების გაძლიერებით უპასუხებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics