12:19 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-18 15:07:17, 1647 ნახვა

ომი უკრაინაში
ანდრეი სიბიგა - უკრაინაში, მათ შორის კიევში, ძალიან ხმაურიანი ღამე იყო

კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ პუტინს ომი სურს და არა მშვიდობა, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა დღეს დილით რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას.

„უკრაინაში, მათ შორის კიევში, ძალიან ხმაურიანი ღამე იყო. კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ პუტინს ომი სურს და არა მშვიდობა. ის იძულებული უნდა გახდეს, რომ ძალის მეშვეობით სამართლიანი მშვიდობა მიიღოს, მაქსიმალური ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლის გზით“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რუსეთმა დღეს დილით კიევსა და ზაპოროჟიეს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა. ბოლო მონაცემებით, რუსეთის იერიშის შედეგად, უკრაინის დედაქალაქში 4 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics