2024-09-29 20:51:49, 456 ნახვა
ომი უკრაინაში
როსტოვში დრონის ვარდნის გამო ტყის მასივში ხანძაქრი გაჩნდა
როსტოვის ოლქის მილუტინსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის გამო ტყის მასივში ხანძარი 20 ჰექტარ ფართობზე გაჩნდა, - განაცხადა როსტოვის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა.
„მეხანძრე-მაშველების მუშაობას ძლიერი ქარი ართულებს. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენი გაფრინდა ხანძრის ჩასაქრობად“, - წერს გოლუბევი თავის ტელეგრამაში და განმარტავს, რომ ამ დროისთვის ცეცხლის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ როსტოვის ოლქის აზოვის რაიონში ოთხი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მათგანის ნამსხვრევები ჩამოვარდა, მშრალ ბალახს ცეცხლი გაუჩნდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,