2024-09-10 10:54:23, 506 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - საჰაერო თავდაცვის ძალებმა 144 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
გასულ ღამეს, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 144 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TACC ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, "ეს იყო კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით".
"დრონების უმეტესობა, 72 უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს. 20 - მოსკოვის, 14 - კურსკის, 13 - ტულის, 8 - ბელგოროდის, 7 - კალუგის, 5 - ვორონეჟის, 4 - ლიპეცკის და ერთი ორლოვის ოლქებში", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,