15:29 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-28 11:11:24, 1521 ნახვა

სხვადასხვა
ფლორენციაში მიიწვიეს ამერიკული სკოლა, სადაც მიქელანჯელოს დავითი პორნოგრაფიად ჩათვალეს

იტალიის ქალაქ ფლორენციის მერმა და გალერეამ, სადაც მიქელანჯელოს ცნობილი, დავითის ქანდაკებაა გამოფენილი, მის სანახავად მიიწვიეს ამერიკის ფლორიდის შტატის ქალაქ ტალაჰასის სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები. 

ფლორენციის გალერეის დირექტორმა სესილ ჰოლბერგმა განაცხადა, რომ გაოცება ვერ დამალა, როცა გაიგო, რომ მე-16 საუკუნის მარმარილოს ქანდაკებას, რომელიც რენესანსის ერთ-ერთი სიმბოლოა, პორნოგრაფია უწოდეს. ჰოლბერგმა გალერეაში მიიწვია ამერიკული სკოლის წარმომადგენლები იმაში დასარწმუნებლად, რომ სიშიშვლე პორნოგრაფია არ არის და ბიბლიური დავითის ქანდაკებაში პორნოგრაფიული და აგრესიული არაფერია.

ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ხელოვნების პორნოგრაფიად წარმოჩენა სასაცილოა. მერის განცხადებით, ხელოვნება ცივილიზაციაა და ვინც ამას ბავშვებს ასწავლის, პატივისცემას იმსახურებს, ამიტომ, ამერიკელ პედაგოგს პატივისცემის ნიშნად, ფლორენციაში იწვევს.

ფლორიდის სკოლის დირექტორი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც მშობელმა უჩივლა, რომ მეექვსე კლასელებს გაკვეთილის დროს პორნოგრაფიული სურათები უჩვენეს. რენესანსის ხელოვნების ისტორიის გაკვეთილის ფარგლებში ბავშვებმა შეისწავლეს მიქელანჯელოს დავითის ქანდაკება. - იუწყება BBC.

დავითის შიშველი ფიგურის ქანდაკება შუა საუკუნეების ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. დავითი ბიბლიური პერსონაჟია, რომელმაც დაამარცხა გიგანტი გოლიათი.
ამავე გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებს შესთავაზეს ანალიზისთვის მიქელანჯელოს ტილოები „ადამის შემოქმედება“ და ბოტიჩელის „ვენერას დაბადება“. ორივე შიშველ სხეულს ასახავს.

ერთ-ერთმა მშობელმა თქვა, რომ ეს ნამუშევრები პორნოგრაფიაა. კიდევ ორი ​​მიიჩნევს, რომ ასეთი მასალა გაკვეთილის დაწყებამდე უნდა შეთანხმდეს მშობლებთან.
ტალაჰასის კლასიკური სკოლის დირექტორმა ჰოუპ კარასაკია ამბობდა, რომ მან თანამდებობიდან გადადგომა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სკოლის საბჭომ მას არჩევანი მისცა, ნებაყოფლობით დაეტოვებინა სკოლა ან სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics